თეგებით ძიება

"მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ დახმარებოდა საკუთარ ქვეყანას" - ბოკუჩავა სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ციხეში შეხვდა.

"მე ვეცადე მომეხსენებინა მისთვის ჩემი მოკრძალებული აზრი, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მესმის, რომ ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და არის კიდეც პოლიტიკური პატიმარი. რომ ეს ბრალი და მსჯავრი არის წარდგენილი მხოლოდ პოლიტიკური საფუძვლით წარდგენილი მის მიმართ. თუმცაღა, მისი გადაწყვეტილებაა, რომ მან გააგრძელოს შიმშილობა.

მისი ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ დახმარებოდა საკუთარ ქვეყანას. დაეხმაროს იმაში, რომ დავასრულოთ ეს ბოროტება, ეს უპერსპექტივობა, ეს სიბნელე. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, რომ შესაძლებელია მომხდარიყო მისი დაკავება, მან მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ასეთი თავგანწირვა აუცილებელი იყო იმ საბოლოო თავგანწირვისთვის, რომელიც ერთად უნდა მოვიპოვოთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა