თეგებით ძიება

ვფიქრობდი, პირველივე ტურში გავიმარჯვებდით... მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებზე პირველივე ტურში გამარჯვება ვერ მოიპოვა, მზად არის მეორე ტურში სცადოს ბედი და გამარჯვებასაც იმედოვნებს.

"პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხეხდა. არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგები. მე პატივს ვცემ ამომრჩეველთან ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას. შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ ვიმეორებ, მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების თანადგომით, ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას.

გულწრფელად ვიტყვი, ვფიქრობდი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, ამის ყველა წინაპირობა არსებობდა. თუმცა, ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი რაღაც შეიცვალა. ახლა არ დავიწყებ ამის ახსნას, მთავარია სწორი ანალიზის გაკეთება, მომზადება მეორე ტურისთვის და წინ გამარჯვებისკენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე 45.5 % აქვს, "ნაცმოძრაობის წარმომადგენელ" ნიკა მელიას კი 34.13%.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა