თეგებით ძიება

"ეს არჩევანია, გავატანთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს" - ეკა ხერხეულიძე

"ნაცმოძოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენთის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა და ამბობს, რომ სულ მალე ის თავისუფალი იქნება.

„ჩემთვის აქ სასიხარულო არაფერი არ არის - ერთი მხრივ, მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში და, მეორე მხრივ, არის ადამიანურად მისასალმებელი. მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის რისკის ფასად შემოვიდა ქვეყანაში და გავატანეთ სხვა ქვეყანას, ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად - ეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მათ მტკიცე პოზიციაზე - ეს არჩევანია, გავატანთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს, “ - თქვა ხერხეულიძემ.

​მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს გააცნობდა უცხოურ მედიაში მის დაკავებასთან დაკავშირებით გამოხმაურებებს, რადგან მას ციხეში არ აქვს ტელევიზორი და ხელი არ მიუწვდება მედიასაშუალებების ინფორმაციაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა