თეგებით ძიება

" კარგით რა, ხალხო, რა ლადო ხინჩაგაშვილის ლაპარაკი და კითხვა, სალომე ზურაბიშვილი გვყავს პრეზიდენტად" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია "ქართული ოცნებიდან" გორის მერობის კანდიდატ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან დაკავშირებით სოცაიალურ ქსელში წერს:

"ნუ გორის მერი როგორ გახდა, ან რატომ, იქეთ იყოს. როგორ ლაპარაკობს და კითხულობს, ასევე. ქოციც როა, ეგეც კი.
ლადო ხინჩაგაშვილზე ვერაფრით ვერ ვიფიქრებ ცუდად. ჯერ იმდენი ბედნიერება მაჩუქა თავისი ოლიმპიური ოქროთი და ვერცხლით, და ასევე იმდენად კეთილი და წესიერი ბიჭია (პოლიტიკაში მოსული აგრესიული ქოცზონდერსპირტსმენებისგან განსხვავებით), რომ ძალიან მიყვარს.

ეგეც რო გაზონდერ გაკორუმპირებულდის, ძაააააან გატეხავს.
ps კარგით რა, ხალხო, რა ლადო ხინჩაგაშვილის ლაპარაკი და კითხვა, სალომე ზურაბიშვილი გვყავს პრეზიდენტად", - წერს გვარამია ფეისუქზე.

ცესკოს მონაცემებით, გორის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პრიველივე ტურში გაიმარჯვა. ის 51.66%-ით ლიდერობს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა