2022 წლის იანვრიდან პენსია იზრდება
2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება.
არსებული გეგმის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემელი თანხა 20 ლარით, 260 ლარამდე გაიზრდება. კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარით განისაზღვრება.
რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის გახდება 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 360 ლარი.