სექტემბერში ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა - საქსტატი
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, საცხოვრებელის, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.8 პროცენტიანი მატება.
საქსტატის ცნობოთ, სექტემბერში, წლიურ ჭრილში ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე ფასები 14.6 პროცენტით არის მომატებული.
გარდა ამისა, , საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე ფასები 7.1 პროცენტით არის გაზრდილი, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება კი 4.5 პროცენტით გაძვირდა.