თეგებით ძიება

"ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი" - კობახიძე გახარიაზე

„ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ 100 ათას ადამიანს, რომელმაც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხა და მას მოღალატე უწოდა.

„რა თქმა უნდა გახარიას, მოღალატის პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხულია, მაგრამ რაც შეეხება თვითონ მის პოლიტიკურ პარტიას ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება. ჩვენ ვაანონსებდით არჩევნების შემდეგ, ეს ადამიანი დაემალებოდა საზოგადოებას.
იცით, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ მეორე დღეა და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ 100 ათას ადამიანს, რომელმაც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მან ყველაზე კარგად იცის რომ მოღალატეა და შესაბამისად პირველ რიგში თავის თავს ემალება ამ არ გამოჩენით“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

მერის არჩევნების II ტური საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა