თეგებით ძიება

"ვაქვეყნებთ დაკავებულის თანხმობით ჩაწერილ ვიდეოჩანაწერს... აღიარებს, რომ მან მიღებული დავალება შეასრულა" - რა კადრებს აქვეყნებს შსს?

და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის, ერთ-ერთი პირი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში აცხა­დებს, რომ ის 16 აპ­რილს, იმ­ყო­ფე­ბო­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, რა დრო­საც მან გა­ი­გო პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის, კერ­ძოდ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას, გი­ორ­გი ვა­შა­ძის, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძი­სა და კი­დევ ერთი, მის­თვის უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცის სა­უ­ბა­რი, იმის შე­სა­ხებ, რომ ისი­ნი ახალ­გაზ­რდებს გარ­კვე­უ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­და­უხ­დიდ­ნენ გარ­კვე­ულ თან­ხას, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, მან და­ვა­ლე­ბის მიმ­ცე­მი პი­რე­ბის­გან მი­ი­ღო თან­ხა, 1200 ლარი, „ხოლო მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა კი იყო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა, მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, გა­მოწ­ვე­ვა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა და ასე­ვე, სხვა­დას­ხვა სა­პო­ლი­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა“.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, პო­ლი­ცი­ამ 8-9 მა­ისს, ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბის დროს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის, კერ­ძოდ პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმი­სა და ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე 6 პირი და­ა­კა­ვა.

ექ­ვსი­ვე და­კა­ვე­ბულს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ბრა­ლი აქვს წარ­დგე­ნი­ლი და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ და­ა­სა­ხე­ლებს იმ პი­რის სა­ხელ­სა და გვარს, რომ­ლის ჩვე­ნე­ბა­საც ახლა გა­ვაც­ნობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის, ერთ-ერთი პირი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში აცხა­დებს, რომ ის 16 აპ­რილს, იმ­ყო­ფე­ბო­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე, რა დრო­საც მან გა­ი­გო პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის, კერ­ძოდ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის, ნიკა გვა­რა­მი­ას, გი­ორ­გი ვა­შა­ძის, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძი­სა და კი­დევ ერთი, მის­თვის უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცის სა­უ­ბა­რი, იმის შე­სა­ხებ, რომ ისი­ნი ახალ­გაზ­რდებს გარ­კვე­უ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ გა­და­უხ­დიდ­ნენ გარ­კვე­ულ თან­ხას.

და­კა­ვე­ბუ­ლი აცხა­დებს, რომ ის, თა­ვი­სი ნე­ბით მი­ვი­და აღ­ნიშ­ნულ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­თან ერ­თად მყოფ მა­მა­კაც­თან და გა­მოთ­ქვა მზა­ო­ბა, თან­ხის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ, შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა მათ მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, მან და­ვა­ლე­ბის მიმ­ცე­მი პი­რე­ბის­გან მა­შინ­ვე მი­ი­ღო თან­ხა, 1200 ლარი.

ბრალ­დე­ბუ­ლი ასე­ვე აცხა­დებს, რომ მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა იყო პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა, მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, გა­მოწ­ვე­ვა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა და ასე­ვე, სხვა­დას­ხვა სა­პო­ლი­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ზი­ა­ნე­ბა.

და­კა­ვე­ბუ­ლი აღი­ა­რებს, რომ მან მი­ღე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს კად­რე­ბიც და მან და­ა­ზი­ა­ნა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ბა­ლანსზე არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დეგ, მან ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა ატ­ვირ­თა, ერთ-ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად „ინ­სტაგ­რამ“-ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ესეც და­ვა­ლე­ბის ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და.

ვაქ­ვეყ­ნებთ და­კა­ვე­ბუ­ლის თან­ხმო­ბით ჩა­წე­რილ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს, ჩვე­ნე­ბის ნა­წილს, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფერს თა­ვად აფიქ­სი­რებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას და კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებთ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დე­ნენ თი­თო­ე­ულ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბა­ზე”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა