თეგებით ძიება

"საქართველოში მალე ჩამოვალ" - სააკაშვილის მეუღლე

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო უკრაინიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება. პირადი ხასიათის სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდებოდა მიხეილ სააკაშვილისა და ჩემი ურთიერთობის შესახებ და მინდოდა ეს არ ყოფილიყო ნომერ პირველი ახალ ამბებში. პირადი ახლა აბსოლუტურად უმნიშვნელოა. მთავარია ახლა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაიცვას არჩევნების შედეგები მეორე ტურშიც და მიღწეულ იქნეს ცვლილებები, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას სურს. ვიცი, რას ნიშნავს, როცა კვდები საკუთარი ქვეყნისთვის. ვიცი, როგორ შეუძლია ამის გაკეთება ადამიანს, რომელიც მიყვარს. მისი საქციელი ძალიან დასაფასებელია და დიდ პატივისცემას იმსახურებს“, - აღნიშნა ლიზა იასკომ და დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა