თეგებით ძიება

"ისევ სამეგრელოს ტყეები. ისევ ერთ-ერთ სახლში შეფარებული ქვეყნის დევნილი პრეზიდენტი... " - ლაშა ბუღაძე

მწერალი, ლაშა ბუღაძე საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემოსვლასა და დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ისევ სამეგრელოს ტყეები. ისევ ღამე. ისევ ისტორიისთვის უჩინარი ხალხი. ისევ ერთ-ერთ სახლში შეფარებული ქვეყნის დევნილი პრეზიდენტი... ისტორიის ციკლურობა, ამჯერად - მადლობა ღმერთს - არა ტრაგიკული და ერისთვის ტრავმული შედეგით... დამაფიქრებელია...", - წერს ლაშა ბუღაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ამჟამად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა