თეგებით ძიება

"SOS!!! ემიგრაციის მაჩვენებელი კატასტროფულად მატულობს"

ქართული კულტურული ასოციაცია მერანის დამფუძნებელი, მელი თურმანიძე მიმართვას ავრცელებს.

"SOS!!!

ემიგრაცია

მართალია არ გამიკეთებია კვლევები ამ თემასთან დაკავშირებით და ჩემი მოსაზრება მხოლოდ სოც. ქსელში გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობა, შესაბამისად მოსალოდნელია პროცენტული მცდარობა, მაგრამ რეალობა ესაა და პრობლემისგან შორს ვერაფრით გავიქცევით.
როგორც ვთქვი, სოც ქსელში გავრცელებულ ინფრომაციებსა თუ კერძო პროფილებზე გავრცელებულ სტატუსებზე დაყრდნობით, ემიგრაციის მაჩვენებელი კატასტროფულად მაღლა იწევს!

თუ რატომ ხდება ეს, რაა გამომწვევი მიზეზი, როგორ უნდა შეჩერდეს და ასე შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, მაგრამ დღეს მათ განხილვას არ ვაპირებ. მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე შევჩერდე.

დღეს ბარის აეროპორტში, ჩამოფრენილი ქართველი ოჯახი, ცოლ-ქმარი პატარა შვილთან თუ შვილებთან ერთად, დამაიმედებლისგან მიტოვებული(სავარაუდოდ) , დროებით თავშესაფარს ითხოვს.

ეს არაა პირველი შემთხვევა და სამწუხაროდ, ვეჭვობ ბოლო იყოს, თუმცა ამ ამბავში არის მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსი, არცერთი მიტოვებული ოჯახი ხმამაღლა არ ამბობს, იმ ადამიანების სახელსა და და გვარს ვინც შეპირდა, მიატოვა და ბედის ანაბარა დატოვა წვრილშვილით ღია ცის ქვეშ. ისმის ლოგიკური შეკითხვა:-რატომ?
რას ემსახურება ეს დუმილი? ეს ხომ უპასუხისმგებლო ადამიანებზე ხელის შეწყობაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააწვალონ?!

მინდა ემიგრაციაში წასასვლელად გამზადებულ ადამიანებს ვურჩიო:

1. რისკია ემიგრაციაში მთელი ოჯახით წასვლა უცნობი ადამიანების იმედად. წადით ოჯახის ერთი წევრი, ნახეთ გარემო, იპოვეთ ნამდვილი დასაყრდენი და წაიყვანეთ ოჯახი, თუ ეს აუცილებელია.

2. თუ თქვენ , უკვე აქ ხართ, სამწუხაროდ იმ ადამიანთა სიაში, რომლებიც ღია ცის ქვეშ მიატოვეს, ამოიღეთ ხმა!
თქვენი დუმილი საქმეს , მხოლოდ და მხოლოდ , აფუჭებს!
ამოიღეთ ხმა, დაასახელეთ ადამიანები, რომლებიც გატყუებენ, ასე თქვენ გადაარჩენთ მორიგ მსხვერპლს!

3. გაითვალისწინეთ( ჩვენი ინფორმაციით) , სახლების უდიდესი პროცენტობა, სადაც დროებით საცხოვრებლად შედიან, სავსეა ემიგრანტებით ( ძველი, თუ ახალი),
შესაბამისად რთულია ცხოვრების პირობები.

ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ზემოთ ჩამონათვალი რჩევები და ნუ ფიქრობთ, რადგან სამხრეთ იტალიაში, კერძოდ ბარიში ბევრი ქართველია ადგილის პოვნა იოლია, მცდარია ეს ლოგიკა, სწორედ ამიტომ, რომ იქ ბევრი ქართველია, ნელა ნელა რთულდება დაბინავება.

გისურვებთ, არასდროს წასულიყავით საზღვრებს მიღმა ემიგრაციაში, თქვენი გზა მხოლოდ გართობის, ცოდნის გაღრმავების, სიკეთის ყოფილიყოს", - წერს მელი თურმანიძე.

exclusivetv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა