Facebook-ის შეფერხებამ მარკ ცუკერბერგის ქონება $7 მილიარდით შეამცირა
სოციალური ქსელების Facebook-ის შეფერხებამ, მისი დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება თითქმის $7 მილიარდით შეამცირა. ორშაბათ საღამოს ფეისბუქის აქციები 5%-ზე მეტით გაუფასურდა. ინფორმაციას "ფორბსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობითვე, ამ დროისთვის ცუკერბერგის ქონება $115,8 მილიარდს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ Facebook-ი და მის კუთვნილებაში არსებული სოციალური ქსელები, Instagram და WhatsApp უკვე რამდენიმე საათია გათიშულია.