ევროკავშირი მოსახლეობას ენერგორესურსებზე ფასის ზრდისგან დაიცავს
ევროკავშირი მოსახლეობის მოწყვლად ფენას ენერგორესურსებზე ფასის ზრდისგან დაიცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკომისია უახლოეს დღეებში აპირებს წარმოადგინოს სპეციალური პაკეტი. ამის შესახებ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა დანა სპინანტმა განაცხადა.
„ენერგიაზე ფასის ზრდა - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ძალიან მალე წარმოვადგენთ სპეციალურ პაკეტს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს დაეხმარება ამ პრობლემასთან გამკლავებაში, დაიცვას ყველაზე მოწყვლაფი მომხმარებლები“, - განაცხადა მან.
თავიდან ამ პაკეტის გავრცელება 5 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ვადებმა გადაიწია. „ევროკომისია აღნიშნულ ინიციატივას ძალიან დიდ ყურადრებას უთმობს და მის დამუშავებას დამატებით კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება“, - განაცხადა დანა სპინანტმა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირში 4 ოქტომბრისთვის ბუნებრივ აირზე ფასმა ახალი რეკორდი მოხსნა და ათას კუბურ მეტრზე 1,2 ათასი დოლარი შეადგინა. გასულ კვირას კი ფასმა პირველად გადალახა ათასდოლარიანი ნიშნული.
წყარო: https://commersant.ge/