თეგებით ძიება

"თბილისელობა" მრავალფეროვანი დეტალებისგან შედგება" - მანჩო გიორგობიანი განმარტავს, რას ნიშნავს ქალაქელობა

სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი ქალაქში ცხოვრების წესებსა და დამახასიათებელ ნიშნებზე სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემო საყვარელო მეგობრებო, “თბილისელობა”, ზოგადად “ქალაქელობა”
მრავალფეროვანი დეტალებისგან შედგება. თუნდაც, სახლში დაღლილი რომ მოხვალ და ლიფტის ყუთზე ხურდა დაგხვდება დატოვებული.

ე.ი. მეზობელმა იზრუნა მეზობლისთვის , ვაიდა უხურდოდ იყოსო, გაიზრა.
სიგარეტს და ნაგავს აივნიდან რომ არ გადაყრი, მეზობელს სარეცხი არ დავუსვარო ან ამოვუწვაო.
გზაში, დამრღვევს რომ დაუთმობ და პირველ აზრად გაგივლის, ალბათ უჭირს და ამიტომ ჩქარობსო... (შეიძლება უტიფარი ნაგლიც იყოს, ამ ბოლო დროს მომრავლდნენ, მაგრამ ამაზე ყველაზე ბოლოს ფიქრობ.

მანქანით რომ კორპუსის სადარბაზოს ან ეზოს არ გადაკეტავ, ვაი და სასწრაფო დასჭირდეს ვინმე მეზობელს და არ შევაფერხოო.

მანქანას თუნდაც ჯერ კიდევ ცარიელ ეზოში მჭიდროდ რომ მიაყენებ მეორე მანქანასთან და ამით მეზობლების ადგილებზე ფიქრობ..
შენ ქუჩაზე უცნობ ადამიანს მეორე-მესამედ რომ დაინახავ, გამარჯობა უნდა უთხრა , ახალგაზრდამ პირველმა...
“ქალაქიდან მეცნობი” - ასეთი მიმართვაც გსმენიათ ალბათ, არც ასეთ დროს უნდა მოგერიდოთ გამარჯობის თქმა. ..
კიდევ ბევრი ასეთი წვრილმანი , თქვენც ჩამოჩოთქეთ, ცოტა გული გადავაყოლოთ.
ასეთი პატარ-პატარა რაღაცეები სისხლში რომ გაქვს გამჯდარი და მექანიკაში გადასული...
(ლიფტის ხურდაზე გამახსენდა)...
სოფელსაც აქვს თავისი წესები, მაგრამ ქალაქელი რომ ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ტრუსიკ შორტ -ბიკინებში არ უნდა იაროთ და მკერდმოდღლეზილებმა კიდევ , “პლიაჟზე”- ზღვის სანაპიროზე არ ხართ, თუმცა “პლავკები” და “კუპალნიკით” ტასაობა არც ბათუმის ცენტრში მოსულა, მე თუ მკითხავთ...
ლალი იამანიძემ შემახსენა და ესეც ხშირია.

გადასაგდებად, ცელოფნის პარკი გამიდია სადარბაზოში და მეზობელს წაუღია, გადაუგდი. ეს უცებ გამახსენდ, ისე...", - წერს გიორგობიანი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა