თეგებით ძიება

,,იძულებული ვართ, კვერცხის ფასი გავზარდოთ” – ზურაბ ჭუჭულაშვილი

კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლები უახლოეს პერიოდში პროდუქტის 10-15%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ.

მწარმოებელი კომპანია „კოდას“ გენერალური დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი აცხადებს, რომ პროდუქტის ფასის შემადგენელი პროდუქტები იმდენად გაძვირებულია, რომ კვერცხის გაძვირება გარდაუვალი იქნება.

-წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი ძვირდება. ელექტროენერგიის შემთხვევაში სუბსიდიით ვსარგებლობთ, მაგრამ 2022 წლის პირველი იანვრიდან სუბსიდია დასრულდება და საბოლოო პროდუქტის ფასი მოიმატებს.

ზოგადად, სიმინდის და ხორბლის ფასი მოსავლის აღების შემთხვევაში მცირდება, თუმცა გასულ და მიმდინარე წლებში ეს არ მომხდარა. სხვა გამოსავალი არ გვრჩება და იძულებული ვართ, ფასი გავზარდოთ. ამ ეტაპზე ვვარაუდობთ, რომ 10-12%-ით გავაძვირებთ, – აცხადებს ზურაბ ჭუჭულაშვილი.

წყარო - bm.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა