თეგებით ძიება

როგორ მოიპარა "ოცნებამ" არჩევნები - საარჩევნო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

როგორ მოიპარა მმართველმა გუნდმა არჩევნები - საარჩევნო ადმინისტრაციასთან, სადაც საარჩევნო შედეგების განხილვა მიდის, ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება. ისნის მე-5 საუბნო საოლქო კომისიის შენობასთან მოქალაქეები საკუთარი ხმების დასაცავად მივიდნენ. საარჩევნო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ურნებიდან იმაზე მეტი ბიულეტენი ამოვიდა, ვიდრე ამომრჩეველი იყო მისული.

აქციის მონაწილეები კომისიის წევრებისთვის დისკომფორტის შექმნას შეძახილებით ცდილობენ და 2 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.

ოპოზიცია იმ უბნების შედეგების გადათვლას ითხოვს, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს და "ქართულ ოცნებას" ზედმეტი ხმები მიაწერეს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

წყარო - tvpirveli


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა