თეგებით ძიება

solum development-ი ფონიჭალაში - პროექტი შენი უკეთესი მომავლისთვის

თანამედროვე ქალაქების ცხოვრება დაჩქარებული ტემპით, ხმაურითა და დაძაბულობით გამოირჩევა, ამ მხრივ გამონაკლისს არც თბილისი წარმოადგენს, რომლის მოსახლეობაც უკვე მილიონს აჭარბებს. შესაბამისად, ადამიანებისთვის სულ უფრო მეტად პრიორიტეტული ხდება ისეთი საცხოვრებელი სახლის შეძენა, სადაც მშვიდად და ნეგატიური გავლენებისგან მაქსიმალურად დაცულად ცხოვრებას შეძლებენ.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სამშენებლო კომპანია "სოლუმ დეველოპმენტმა" ფონიჭალაში თანამედროვე, მშვიდი და კომფორტული საცხოვრებლის მშენებლობა, რომელიც მაცხოვრებლებს მშვიდ და მყუდრო გარემოში ჰარმონიული ცხოვრების შესაძლებლობებს მისცემს. 

საცხოვრებელი კომპლექსი 8015 კვ.მ მიწაზე შენდება, მოიცავს ორ კორპუსს, რომელიც 16447.1 კვ.მ. საცხოვრებელ და კომერციული ფართს აერთიანებს. მშენებლობა ორ ეტაპად დაიყო. პირველი ეტაპი - ა ბლოკის მშენებლობა 2023 წლის აპრილში დაიწყო, ხოლო წინასწარი გაყიდვები ერთი თვით ადრე. პროექტში განთავსებულია, როგორც სავაჭრო და კომერციული, ასევე 302 საცხოვრებელი ფართი და 121 ავტოფარეხი. გენერალური გეგმისა და დენდროპროექტის მიხედვით ეწყობა 1 (ერთი) სტადიონი, მწვანე სივრცე, განთავსდება განათება, მოსასვენებელი სკამები, ნაგვის ურნები და დაირგვება მცენარეები. 

მშენებლობა გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს, სამუშაოები სრულდება გამოცდილი სამშენებლო კოლექტივის მიერ, რომელსაც მკაცრ ზედამხედველობას უწევს კომპანიის გამოცდილი ტექნიკური ჯგუფი. სამშენებლო პროცესი შრომის უსაფრთხოებისა და სამშენებლო სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით ხორციელდება, რაც, თავისთავად გამორიცხავს ამ მიზეზით მშენებლობის პროცესის შეჩერებასა. 

2024 წლის აპრილის მდგომარეობით მე-9 სართულის ჩათვლით დასრულებულია მონოლითის სამუშაოები და ა ბლოკი ჩაბარდება 2025 წლის 30 ივნისს. 

უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა - ბაზრის ზომა და ფასები

2023 წელს ბინების გაყიდვები დეველოპერების მიერ წლიურად 4.2%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგრად მოთხოვნას. 2024 წელს დასრულებული პროექტებიდან თითქმის ყველა ბინა, ხოლო პროექტებში რომელებიც 2026-28 წლებში სრულდება მთლიანი ბინების თითქმის ნახევარი გაყიდულია. უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციით ჩვენი პროექტის გაყიდვების ტემპიც იზრდება, 2024 წლის აპრილის მონაცემებით ა ბლოკში ბინების 82% უკვე გაყიდულია, დარჩენილია მხოლოდ 30 ბინა. 

2023 წლიდან -  2024 წლის აპრილამდე „გალტ & თაგარტი“-ს საინვესტიციო კვლევების მონაცემებით, თბილისში 49 452 ბინა გაიყიდა. არსებული ქონების ღირებულება 3.6 მილიარდი აშშ დოლარია, რაც პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციებისა და ფასების მატებით არის განპირობებული. 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით თბილისში გასაყიდი ბინის კვადრატული მეტრის მინიმალური ფასი - 2400 ლარამდე ფიქსირდება. 2024 წლის იანვარი, თებერვალი და მარტის თვეში პირველად ბაზარზე ბინის ფასების ზრდის დინამიკა ნარჩუნდება, რაც თვიური 0.4%-იანი და წლიური 15.1%-იანი ზრდა. ჩვენს პროექტში მშენებლობის საწყის ეტაპზე კვადრატული მეტრის ღირებულება - 1840 ლარს შეადგენდა. პროექტის ეტაპების ცვლილებასთან ერთად ფასიც ორ ეტაპად გაიზარდა, პირველ ეტაპზე 2005 ლარი, შემდეგ 2060 ლარი გახდა, რაც განაპირობებულია:

  • კორპუსის ბინების ჯამური რაოდენობის გაყიდვების ან/და მშენებლობის პროცესის 50% -ის დასრულების შემდეგ ღირებულებამ 9%-ით გაიზარდა;
  • 80% -ის გაყიდვა/აშენებისას 12%-ით;
  • პროექტის დასრულების ფაზის მიახლოებასთან ერთად კვადრატული მეტრი კიდევ მოიმატებს. 

„სოლუმ დეველოპმენტისთვის“ მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის კომფორტისა და უსაფრთხოების გარანტიების შექმნა. აქედან გამომდინარე, კომპანია ყველა დეტალს მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით ქმნის, ესენია: 

  • გადახდის მოქნილი გრაფიკი;
  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • ბუნებასთან სიახლოვე;
  • ინფრასტრუქტურა;
  • მომხმარებელთან ჯანსაღი ურთიერთობა;
  • მშენებლობის რეგულაციისა და სტანდარტების დაცვა.

„სოლუმ დეველოპმენტისთვის“ ხარისხთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის სურვილი, ამიტომ კომპანია ცდილობს შექმნას მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებელი, რომელიც თქვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილზე იქნება მორგებული და სასიამოვნო მოგონებების შექმნაში დაგეხმარებათ. ფონიჭალის ბ ბლოკის წინასწარი გაყიდვები დაწყებულია, შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ბინა და ისარგებლოთ 36 თვიანი შიდა უპროცენტო განვადებით. დღეს „სოლუმ დეველოპმენტის“ ბინაში ცხოვრება სიმყუდროვის, უსაფრთხოების და ბედნიერების განცდაა. 

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა