თეგებით ძიება

"მიხეილ სააკაშვილის დაკავება ხახვივით არავის შერჩება" - ლევან ხაბეიშვილი

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე, თბილისსა და სხვა ქალაქებში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური აქციები გაიმართება.

“მინდა დავპირდე ბიძინა ივანიშვილსაც და ღარიბაშვილსაც, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება ხახვივით არავის შერჩება, მათ შორის, მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ძალიან მალე დედაქალაქში და სხვადასხვა რეგიონში იქნება მასშტაბური აქცია, ორი მთავარი მოთხოვნით: თავისუფლება მიშა სააკაშვილს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელს, სრულიად უვნებელს უნდა შეეძლოს საარჩევნო კამპანიაში თავისუფლად ჩართვა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც აუცილებლად იქნება 2022 წელს. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე, მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვადასხვა რეგიონში, რა თქმა უნდა, იქნება მასშტაბური აქციები. კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობა” საზოგადოებას აუცილებლად შეატყობინებს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის გამო „თმის ღერიც, რომ ჩამოუვარდეს, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციის მარიონეტულ რეჟიმს საქართველოში, ოლიგარქ ივანიშვილის ხელმძღვანელობით”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა