თეგებით ძიება

მსოფლიოში სურსათის ფასები მაქსიმუმზეა

მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასების ინდექსი სექტემბრის თვეში აგვისტოსთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა და 130 პუნქტს აღწევს, რაც 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, ეს ძირითადად განპირობებულია მცენარეული ზეთების, მარცვლეულის და შაქრის ფასების ზრდით.

ამრიგად, მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი სექტემბრის თვეში 1.7%-ით გაიზარდა.

მარცვლეულის ფასების ინდექსი სექტემბერში გაიზარდა 2%-ით, 132.5 პუნქტამდე.

შაქრის ფასების ინდექსმა სექტემბერში 121.2 პუნქტი (ზრდა 0.6 პუნქტით, ან 0.5%) შეადგინა.

რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 117,9 პუნქტამდე არის მომატებული.

ასევე, გაზრდილია ხორცის ფასების ინდექსი 115.5 პუნქტამდე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა