ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1449 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1484 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.35 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6349 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6326 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.23 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3543 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.2742 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 8 ოქტომბრიდან შევა ძალაში.