8 თვეში, საქართველოში 38 961 მანქანის რეექსპორტი განხორციელდა
2021 წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი თითქმის, 52%-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 38,961 მანქანის (293,4 მლნ აშშ დოლარი) რეექსპორტი განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 25,643 ერთეულის (260,1 მლნ აშშ დოლარი).
„ბიზნესპრესნიუსის" ცნობით, ტოპ-10 ქვეყანა, სადაც 2021 წლის 8 თვეში საქართველოდან მანქანების რეექსპორტი განხორციელდა, შემდეგია:
აზერბაიჯანი - 24 508 ერთეული (163,2 მლნ აშშ დოლარი)
უკრაინა - 8 602 ერთეული (60,3 მლნ აშშ დოლარი)
რუსეთი - 1 669 ერთეული (10,8 მლნ აშშ დოლარი)
ყირგიზეთი - 974 ერთეული (8,1მლნ აშშ დოლარი
ყაზახეთი - 738 ერთეული (9,6 მლნ აშშ დოლარი)
ტაჯიკეთი - 677 ერთეული (5 მლნ აშშ დოლარი)
მოლდოვა - 526 ერთეული (4,მლნ აშშ დოლარი)
სომხეთი - 354 ერთეული (2,9 მლნ აშშ დოლარი)
ბელგია - 296 ერთეული (14,5 მლნ აშშ დოლარი)
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 94 ერთეული (5,8 მლნ აშშ დოლარი)