რომელ სექტორშია საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასები? - საქსტატი
საქსტატის ბოლო მონაცმებით, 2020 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.4 პროცენტით (61.5 ლარით) გაიზარდა და 1 191.0 ლარი შეადგინა.
2020 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა სექტორების უმრავლესობაში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 156.9 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 6.2 პროცენტით);
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 885.7 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 16.3 პროცენტით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 852.3 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 2.3 პროცენტით).
ამასთან, 2020 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 952.2 ლარით, ხოლო კაცების - 1 407.7 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად ქალებში - 9.6 პროცენტი, კაცებში - 3.4 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.