თეგებით ძიება

"უდიდესი ტკივილია..." - ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს ავრცელებს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და თანაგრძნობას უცხადებს.

"სიტყვებით რთულია იმ მწუხარების გადმოცემა, რომელიც ასეთი ტრაგედიის დროს გეუფლება. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი, განსაკუთრებით თითოეული ბავშვი, რომლის გადარჩენის იმედიც გუშინ ყველა ჩვენგანს უკანასკნელ წუთამდე არ ტოვებდა, უდიდესი ტკივილია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.
მადლობა მაშველებს თავგანწირვისთვის!", - აღნიშნულია კობახიძის მ იერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ნანგრევებში ჯერ კიდევ იმყოფება 3 ადამიანი. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა