ძლიერმა ქარმა ტყიბულში 23 საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე 23 საცხოვრებელ სახლს, მათ შორის 15 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავები გადახადა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი სტიქიის ადგილზე პირადად იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას შესაბამის სამსახურთან ერთად გაეცნო.
მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. მიმდინარეობს ლოკალური სამუშაოები დროებითი ღონისძიებების გასატარებლად.