თეგებით ძიება

"ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური" - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

"პაციენტი მედცენტრში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. მისი დღევანდელი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია. არის რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი გამოხატული. ამ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი მისი სიცოცხლის გადასარჩენად მაქსიმუმს აკეთებს. ის ამ დროისთვის ხელოვნურად არის დაძინებული," - განაცხადა ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის დედა და მისი 2 მცირეწლოვანი შვილი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ნანგრევებში ჯერ კიდევ იმყოფება 3 ადამიანი. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა