თეგებით ძიება

"ეკრანებზე გაუშვით სისხლის გუბეები და წამების კადრები. ხალხს გვეცით პატივი!!!!!“ - იუნა შაფათავა

მსახიობი იუნა შაფათავა სოცულურ ქსელში, საქრთველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის შესახებ წერს და საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავს, რომ ხალხს შესახსენონ მისი დანაშაულებები.

„საქართველოს მთავრობა,

ერთი თხოვნა მაქვს თქვენს შეგნებულ ნაწილთან:

14 ოქტომბერს ჯალათი ყოფილი პროკურორი, მკვლელობა წამებაზე ხელს რომ აწერდა, მკვლელი სააკაშვილის „გამათავისუფლებელ“ აქციას რომ გეგმავს, თქვენი ჭირიმე, პარლამენტის შენობაზე და ყველა შენობაზე ეკრანები გაშალეთ და გაუშვით 2004-2012 წლების ჯალათთა მართვის სისხლიანი რეტროსპექტივა.
დაეხმარეთ „თავისუფლების” აღქმაში.

და არ მოგერიდოთ ვინმეს, ვინც კანონებში რეალურად ერკვევა, მივიდეს მიკროფონთან და ჩამოთვალოს დანაშაული და მუხლები, რისთვის დაკავებულია საქართველოს მოქალაქეობის ხელის მკვრელი სააკაშვილი.
მოუყევით მსოფლიოს და შეახსენეთ, ბნელებს, მსხვერპლის და დანაკარგის რაოდენობა.
დაეხმარეთ სიმართლეს.

თუ დაუშვით ის, რომ ფაშიზმი და მწამებლები ბედავენ, მკვლელის „გარასხოდებას”, დაეხმარეთ მოსახლეობის შეგნებულ ნაწილს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მოთმინება, რადგან ეს პროვოკაცია აუტანელია. აუტანელია 21-ე საუკუნეში იმის ყურება, ადამიანების წამებაზე, უამრავ მკვლელობაზე, ომის წაგებაზე, ბიუჯეტის გაფლანგვაზე, სამშობლოს უარყოფაზე და ღალატზე გაქცეული კრიმინალისთვის თავისუფლებას ითხოვს ფაშისტთა ჯგუფი, რომელიც თქვენ არ და ვერ გამაიარაღეთ.

გააკეთეთ ელემენტარული. ახლა გახარია არ გყავთ, ცეცხლი თავის თავზე აიღოს. იმედია რაღაცას მოიფიქრებთ.
ეკრანებზე გაუშვით სისხლის გუბეები და წამების კადრები.
ხალხს გვეცით პატივი!!!!!“- წერს იუნა შაფათავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა