თეგებით ძიება

"სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პეტიციას მოვაწერე ხელი" - მეუფე მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი „მთავართან“ საუბარში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა.

„პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პეტიციას მოვაწერე ხელი. ეს არის ჩემი პოზიცია“, - აცხადებს სასულიერო პირი.

ინფორმაციისთვის, პეტიცია - მანიფესტი შეიქმნა, რომლითაც მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა