ლარი მცირედით გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1300 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1298 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.02 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6192 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6193 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3493 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2640 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 12 ოქტომბრიდან შევა ძალაში.