თეგებით ძიება

ნახეთ, რა გადასახადებს აღარ გადაიხდის პანდემიით დაზარალებული ბიზნესი

მთავრობა საგადასახადო შეღავათებს აწესებს - ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიით დაზარალებული ბიზნესი და ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის ან მართვის უფლებით ეპატიებათ გადასახადი.

შეღავათი ეხებათ მათ, ვისაც საგადასახადო დავალიანების დაგვიანების გამო, ჯარიმა ჰქონდათ გადასახდელი.

"ჩვენი გადაწყვეტილებით, ბიზნესები და ადამიანები, ვინც სარგებლობს სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის ან მართვის უფლებით განისაზღვრა, რომ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით, ასეთ სუბიექტებს - ეპატიებათ, იჯარის და ქირის გადასახადი. მათ ასევე ეპატიებათ დაგვიანებით გადახდით ამ პერიოდში ჯარიმა სანქცია საურავი.

ჯამში საუბარია ქირა-იჯარა-მართვის საზღაური 5 მილიონ ლარზე მეტი და ამას ემატება გადაუხდელობიდან დაგვიანებით დარიცხული ჯარიმა დაახლოებით მილიონი ლარი.

ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც თავს დაატყდა ქვეყანას და რაც ადამიანების გადახდისუნარიანობაში აისახა,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, ნათია თურნავა აცხადებს, რომ შეღავათი ვრცელდება იმ სუბიექტებზეც, იმ მოიჯარეებზეც, ვინც გადაიხადა სრულად ან ნაწილობრივ და მათ მომავალში ჩაეთვლებათ ეს შეღავათი გადახდილად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა