თეგებით ძიება

"ეს სახლი ინგრევა და ამ სახლში ცხოვრობენ" - რა მდგომარეობაშია შენობები თბილისში

ბათუმში 8 ოქტომბერს შენობის ჩამონგრევას, რომლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფეისბუქზე ვრცელდება ავარიული სახლების სურათები, სადაც მოსახლეობას ცხოვრება რისკის ფასად უწევს.

"ამაღლების ქუჩა, თბილისი
ეს სახლი ინგრევა და ამ სახლში ცხოვრობენ
ჩემს თვალში, უკვე, დანგრეულია", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი თეასულაბერიძე და ავარიული შენობის ფოტოს ავრცელებს.

8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა