თეგებით ძიება

არასწორი იყო სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, არასწორი იყო სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა.

„რამდენჯერმე მოვინახულეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, აქვე ვიტყვი, რომ არ მაქვს ნებართვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები მოგახსენოთ. თუმცა ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა", - განაცხადა ლომჯარიამ "ტვ პირველის" ეთერში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღიდან სააკაშვილი შიმშილობს. ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის განმარტებუით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა