თეგებით ძიება

"რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათას კაცს შეკრებენ, მერე დაიშლებინ და სახლში წავლენ" - სოზარ სუბარი

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის თქმით, აქციების ჩატარების უფლება ყველას აქვს, მთავარია ის კანონის ფარგლებში ჩატარდეს.

„ხვალ იქნება მორიგი აქცია, რომელსაც პერიოდულად ატარებენ ხოლმე. სამი თვით ადრე იტყვიან და დააანონსებენ, რომ ქვეყანას შეძრავენ და შემდეგ რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათას კაცს შეკრებენ, შემდეგ კი, დაიშლებინ და სახლში წავლენ. აქციის უფლება ყველას აქვს, მთავარია, ეს კანონის ფარგლებში ჩატარდეს და არავის მოუნდეს კიდევ ერთხელ კანონის დარღვევა და სადმე შტურმის მიტანა. შტურმის ალბათობას არანაირად არ ვუშვებ. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება. რაც შეეხება აქციის მიზანს, სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან მის მიმართ განაჩენები არის ძალაში შესული. კიდევ ორ საქმეზე მიდის გამოძიება, არ ვიცი, საზღვრის სავარაუდოდ უკანონო კვეთაზე დაწყებულია თუ არა გამოძიება. უკრაინამ დაიწყო გამოძიება მათი საზღვრის უკანონო კვეთაზე“, – განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, საქრთველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამრთალდამცავებმა პირველი ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და დაკავების დღიდან შიმშლობს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალ თბილისში მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა