თეგებით ძიება

"რაიმე ცვლილება არასდროს არ უნდა გამორიცხო" - გია ვოლსკი საკადრო ცვლილებებზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ვოლსკი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად საკადრო ცვლილებები იგეგმება, არ ადასტურებს.

"რაიმე ცვლილება არასდროს არ უნდა გამორიცხო, არც არჩევნების შემდეგ და არც არჩევნების წინ და, საერთოდ, ცხოვრებაში ცვლილებები არ არის გამოსარიცხი, ნებისმიერ ასპექტში. მაგრამ, როდესაც განზრახ მიდის ინფორმაციის მიწოდება ხალხისთვის, რომ თურმე კალაძე ეჩხუბება პრემიერს, თურმე ირაკლი კობახიძე დაპირისპირებულია სხვა წევრებთან, თურმე პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს - ეს არის ერთ-ერთი ფანდი, მეთოდი, რომელიც საკმაოდ მოძველებულია უკვე. თითქოს არასტაბილური მდგომარეობაა, საზღვარზე გადმოვიდა [მიხეილ სააკაშვილი], შემოიპარა, საზღვარი მორღვეულია, სტრუქტურები არ არსებობს, ვერ და არ დამიჭერენ. ზოგადად ეს ფრაზები და მოქმედებები არის მიმართული იმისკენ, რომ შეივსოს ის სტრატეგია, რასაც ქვეყნის რყევა ჰქვია.

ამხელა ტირადა იმიტომ ვთქვი, რომ თქვენ თვითონ დაასკვნათ, რომ ასეთი ცვლილებები არ იქნება. მე ვამბობ, რომ რასაც ამბობენ, ეგ ცვლილებები არ იქნება. თუ სადმე რაიმე ცვლილება მოხდა, საზოგადოებას პირველი ეცოდინება და უკეთესობისკენ იქნება, პრემიერთან და სხვა ლიდერებთან დაკავშირებით აგორებულ ჭორებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია," - განაცხადა ვოლსკიმ "დღის კურიერის" ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა