თეგებით ძიება

როცა დღეში 40 ადამიანს კარგავ, ეს არის ტრაგედია, კატასტროფა - გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა. მისი თქმით, ამ მხრივ ზამთარი მძიმე იქნება. როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, მოსალოდნელი შედეგები დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, იმაზე, რომ ნოემბრიდან ჩინური ვაქცინით ვაქცინირებულთა იმუნიტეტი დაქვეითდება და, მეორე მხრივ, კი იმ მოსახლეობის რეინფიცირების რისკებზე, რომელთა კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.

ამასთან, ფხაკაძემ დასძინა, რომ კრიზისის გადალახვა თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული.

"ჩვენ ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ვაქცინა გვაქვს და მეოთხე ტალღა ვერ გავაჩერეთ. მე მგონი ერთადერთი ვართ. მეოთხე ტალღა არ გაჩერებულა, როცა დღეში 40 ადამიანს კარგავ, ეს არის ტრაგედია, კატასტროფა… თქვენ ხომ იცით, რომ 2 თვის წინ მოსახლეობის 70%-მა გადაიტანა კოვიდი. ამ ვირუსს ახასიათებს 5 თვიანი ციკლურობა და ეს 5 თვე ზუსტად არის იანვარის, შუა რიცხვებში. როდესაც ქვეყანაში ასეთი მაღალი ეპიდემიოლოგიური აფეთქებაა, რომელიც არ გაჩერებულა, ნოემბერში დაემატებიან ჩინური ვაქცინებით ვაქცინირებულები, რომლებსაც იმუნურობა უკვე დაკარგული აქვთ და სჭირდებათ სასწრაფოდ ბუსტერის გაკეთება ანუ მესამე დოზის, ფაიზერით. თუ ისინი არ გაიკეთებენ, ამ სფეროშიც იქნება აფეთქება და ჩვენ შეიძლება იანვრის მაგივრად დეკემბერში, ანუ შობა-ახალ წელს შევხვდეთ.

არავინ არ თქვას მერე რომ ვიღაც დამნაშავეა! ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, დამნაშავეები ვართ ჩვენ, თითოეული ადამიანი, ვინც არ ვიცრებით “ფაიზერის” ვაქცინით და ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს. მთავრობასაც ნუ ვაბრალებთ, რაა. მთავრობას რა შეუძლია?! – რაც მოსახლეობაა, ისაა მთავრობა. ჩვენი მთავრობა არის ზუსტად ჩვენი მოსახლეობის სარკე.

ძალიან მძიმე ზამთარი იქნება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა