თეგებით ძიება

დაპირისპირება შიდა ქართლში - ,,ცოცხების აქცია" გორშიც მოაწყვეს

დაპირისპირება შიდა ქართლში - საოკუპაციო ხაზიდან თბილისში აქციაზე მიმავალ კოლონებს გზაზე ,,ოცნების" მხარდამჭერები ცოცხებით დახვდნენ.

გორის გასასვლელთან ,,ქართული ოცნების" აგენტ-პროვოკატორები არიან მობილიზებული და აქციაზე მიმავალ კოლონებს ცოცხებითა და ყავარჯნებით ხვდებიან.

"ეს ცოცხები მე თვითონ ვიყიდე, სირცხვილის კორიდორში უნდა გავატარო ეს გარეწრები, გათახსირებულები, არსად ვმუშაობ, მაგრამ ხომ მაქვს უფლება, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ამ კაციჭამიებთან? ნაცების მოწინააღმდეგე ვარ, ნაცების გამწყვეტი ვარ, აი ეგა ვარ - განუცხადა ტვ პირველს ,,ცოცხების აქციის" ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე მობილიზებული პირების უმეტესობა ,,ქართული ოცნების" პარტაქტივია.

ადგილზე მისვლისგან თავს იკავებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა