თეგებით ძიება

“ივანიშვილს არ აინტერესებს არც გირგვლიანის საქმე, არც ციხეების საქმე, მას აინტერესებს სააკაშვილის დასჯა” – ელენე ხოშტარია

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასჯა სურს.

“ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ აინტერესებს არც გირგვლიანის საქმე, არც ციხეების საქმე, მას ჰქონდა დრო რომ ეს გაერკვია, მას აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის დასჯა. ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ვინც მოუნდება იმას დასჯის ივანიშვილი, მით უმეტეს თუ ის იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მაშინ ჩვენ ვიქნებით კატასტროფულ ქვეყანაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი პროეტესტი და მე ვუერთდები ამ აქციას", - განაცხადა ხოშტარიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა