თეგებით ძიება

"დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო" - სააკაშვილმა აქციაზე მყოფებს მიმართა

დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, - ამის შესახებ წერია საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის წერილში, რომელიც "მთავარი არხის" გენდირექტორმა, ნიკა გვარამიამ თბილისში, რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს წაუკითხა.

"დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო, ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ.

ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით, უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდით შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ,"- წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრრი მრავალათასიანი აქცია თბილისში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

საქართველოს ექსპრეზიდენტი თბილიში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის მე-14 დღეა შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა