თეგებით ძიება

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი - გიგი უგულავა

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ ფოთის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ თბილისში, საპყრობილეში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლებაც, კეთილდღეობა და ამ ქვეყნის მომავალი.

" სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამდე გამარჯვება ყოველთვის გვერდით ჩაივლის. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ დავინახეთ, მანამდე არ გვწამდა. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ბევრს არ გვეგონა, ბევრი ვფიქრობდით რომ ეს ტყუილია, ბევრი ვამბობდით, რომ ეს ბლეფია, ზოგი ბუენოს აირესიდან, ზოგი ტრუსკავეციდან გვესალმებოდა მაგრამ, მეგობრებო, დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა. მე ვარ ამაყი როგორც არასდროს იმიტომ რომ მეც ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანის და მეგობრის მიმართ. დღეს ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი.

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიბრძვით შურისძიებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა მართლა თავისუფალი სასამართლო სადაც ვერავინ ვერ დაგვჩაგრავს და შენს სიმართლეს იტყვი და დაამტკიცებ.

ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი არჩევნები. პატიება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებებლი, როდესაც გავიმარჯვებთ... გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლებაც, კეთილდღეობა და ამ ქვეყნის მომავალი... ოდესღაც მან, 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია", - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრრი მრავალათასიანი აქცია თბილისში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

საქართველოს ექსპრეზიდენტი თბილიში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის მე-14 დღეა შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა