თეგებით ძიება

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა პოზიტიური, საზეიმო, ნათელი ტიპის აქცია" - როგორ აფასებენ თბილიში გამართულ აქციას

ტელეწამყვანი და ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, თბილისში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება და ააცხადებს, რომ ბოლო დროის "ნაციონალური მოძრაობა" განსხვავებულია, თანამედროვე პოლიტიკის ტენდენციებს ეწევა.

ახლა კი სერიოზულად: ქოცებს ეგონათ და იყო რისკი რომ ნაცები დღეს აგრესიულ აქციას გამართავდნენ, შესაძლო პროვოკაციებით, სინამდვილეში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა პოზიტიური, საზეიმო, ნათელი ტიპის აქცია.

ვამბობ, რომ ბოლო დროის "ნაციონალური მოძრაობა" განსხვავებულია, თანამედროვე პოლიტიკის ტენდენციებს ეწევა და ეს ძალიან კარგია.
საღოლ.
მიხარია", - წერს გამზარდია ფეისბუქზე.

ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა