თეგებით ძიება

30 ოქტომბერს ან ბიძინა ივანიშვილი შეეგუება, რომ მარცხდება, ან ბრძოლა იქნება ბოლომდე - ნიკა მელია

30 ოქტომბერს ან ბიძინა ივანიშვილი შეეგუება, რომ მარცხდება ან ბრძოლა, გპირდებით, რომ იქნება ბოლომდე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ თვილისში, თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდამჭრი აქცია გაიმართა.

"ჩვენი თვითმიზანი ძალადობა არადროს არ ყოფილა, ჩვენი თვითმიზანი ვინმეზე თავდასხმა არასდროს არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი თვითმიზანი იქნება საკუთარი თავების, ოჯახების, სახელმწიფოს და ხმების დაცვა.

30 ოქტომბერს ან ბიძინა ივანიშვილი შეეგუება, რომ მარცხდება ან ბრძოლა, გპირდებით, რომ იქნება ბოლომდე, იქნება შეუპოვარი, მხოლოდ წინსვლა და მხოლოდ ბრძოლის ყიჟინა", - განაცხადა მელიამ.


ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა