თეგებით ძიება

“უნდათ, რომ დავივიწყო მოკლული ადამიანი, სახურავზე შემოგდებული” – თამარ ცაგარეიშვილი

„რეჟიმში ჩვენ ვიცხოვრეთ და მას ჰყავდა თვითმხილველები. ის თვითმხილველები დღეს არიან ცოცხლები, ბევრი აღარ არის. რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლი", - ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ცაგარეიშვილმა „ტვ იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მინდა ძალიან ვთხოვო ყველას, ვისაც ადამიანობა და ჰუმანისტური იდეები რამედ უღირს, რომ სიტყვა რეჟიმს დღევანდელობასთან მიმართებაში ნურასდროს ნუ გამოიყენებენ. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ გავუფრთხილდეთ სიტყვა – რეჟიმს,“- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ჟურნალისტმა ემოციურად გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის მსხვერპლი ადამიანები და განაცხადა, რომ ეს დღე, როცა რუსთაველზე წინა ხელისუფლების მხარდამჭერები შეიკრიბნენ, მისთვის აუტანლად მძიმეა.
„დღეს იცით, რატომ არის ჩემთვის აუტანლად მძიმე დღე? დღეს დავინახე, რომ ჩემი თანამემამულეები შემოიჭრნენ ჩემს ცხოვრებაში და მითხრეს, რომ შენ ხარ ბრმა, ყრუ და არ გაქვს მეხსიერება. შენ არ გახსოვს, არაფერი არ იცი. ის არ იყო რეჟიმი, ის იყო აღმშენებლობა.

ამას მეუბნებიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ მე იმ რეჟიმის სიმბოლო, ნიკა კვინტრაძე დავივიწყო – მოკლული ადამიანი, სახურავზე შემოგდებული. ეს არაა ფიზიკური განადგურება, ეს არ არის უბრალოდ მოკვლა, ესაა მისი ღირსების შელახვა", - განაცხადა თამარ ცაგარეიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა