თეგებით ძიება

კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, გახარიას ამომრჩეველი "ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს მისცემს ხმას

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას ამომრჩეველი "ნაციონალურ მოძრაობას" არასდროს მისცემს ხმას.

მისი განმარტებით, შეფასებით, რომ არა გიორგი გახარიას კანდიდატურა, ის არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა.

"ბევრ გარემოებაზე იყო დამოკიდებული, მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ რომ არა მისი კანდიდატურა, შეიძლება ხმები, რომელიც მიიღო, ყოფილიყო ჩვენი ხმები. თუმცა, წინ მეორე ტურია. მე დარწმუნებული ვარ, მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას "ნაციონალურ მოძრაობას", არასდროს მისცემს ხმას წარსულს და ბოროტებას და კარგად ხედავენ რეალურად, რისი არჩევა გვიწევს - რასა და რას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება,"- განაცახადა "რუსთავი2"-ის ეთერში კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა. შდეგების თანახმად, 20 ქალაქში, მათ შორის თბილისში მეორე ტური დაინიშნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა