თეგებით ძიება

ავარია თუშეთის გზაზე

თუშეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა, რა დროსაც ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

დაშავდა ორი მგზავრი. ისინი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, მიყენებული დაზიანებებით, თელავის საავადმყოფოში მოათავსა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო ეკიპაჟი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა