ლარი მცირედით გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1369 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1344 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.25 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6573 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6321 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.52 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3371 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.3355 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 20 ოქტომბრიდან შევა ძალაში.