თეგებით ძიება

"თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები" - პრემიერი

ჩემთვის დიდი პატივია ათიათასობით საქართველოს მოქალაქის, ამდენი გულანთებული პატრიოტის წინაშე გამოსვლა, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აქციაზე შეკრებილებს ნდობისთვის, თავდადებისა და ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში მინდა, გულწრფელი მადლობით დავიწყო გამოსვლა. დიდი მადლობა ერთგულებისთვის, ნდობისთვის, თავდადებისთვის, ბრძოლისთვის, მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის. მადლობა ყველას. დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები, ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ,მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში. სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა. 2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია. ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა, ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლითაც მთელი ქვეყანა დღემდე იმართება. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ფუნდამენტურ რეფორმებს, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით. პროგრესი და წინსვლა ხელშესახებია ყველა სფეროში, საშინაო თუ საგარეო ფლანგზე, ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა