თეგებით ძიება

კახა კალაძე - 51.6%; ნიკა მელია - 48.4% - IPSOS - გლობალის ახალი კვლევა

კითხვაზე, მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? - რესპონდენტთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ნიკა მელია - 48,4%
კახა კალაძე - 51,6%

კვლევა ჩაატარა IPSOS-გლობალმა, "მთავარი არხის" დაკვეთით. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. თბილისში ერთმანეთს ოპოზიციის კანდიდატი, ნიკა მელია და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი" კახა კალაძე დაუპირისპირდებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა