თეგებით ძიება

ხალხი საქართველოდან გარბის, სააგენტოებთან ქვეყნის დატოვების მსურველების რიგები დგას

ხალხი საქართველოდან მასობრივად გარბის. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს, მწვანე ბარათის გათამაშებაში 112 ათასზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა.

დამსაქმებელი სააგენტოების ინფორმაციით, მათ არა მარტო ეკონომიკური პრობლემების მქონე პირები მიმართავენ.

"ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები მოდიან, შვილებთან ერთად სურთ ქვეყნის დატოვება და უცხოეთში მუშაობა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისეთებიც მოგვამართავენ, ვინც აქ წარმატებულია, სამუშაოც აქვს მაღალანაზღაურებადი, მაგრამ მაინც სურთ ქვეყნის დატოვება.

არ გამოვრიცხავ, უცხოეთში წამსვლელთა რაოდენობა 300 ათასამდე გაიზარდოს. წინა წელთან შედარებით, 2-3-ჯერ მეტია - აცხადებს ერთი ერთი დამსაქმებელი სააგენტოს წარმომადგენელი.

,,ქართული ოცნების" განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები მწვანე ბარათის გათამაშებაში მხოლოდ იმისთვის მონაწილეობენ, რომ ამერიკაში სასწავლებლად წავიდნენ. უმრავლესობის დეპუტატ ნინო წილოსანის მტკიცებით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა სახეზეა და უცხოეთში მხოლოდ ის საქართველოს მოქალაქეები აპირებენ წასვლას, ვინც საზღვარგარეთიდან პანდემიის გამო ჩამოვიდა.

"ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაში სტატისტიკით არის დაფიქსირებული, ბევრი ადამიანის ეკონომიკურ განვითარებას მაუწყებლობს. პანდემიის პერიოდში ბევრი ჩვენი მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში და სავარაუდოდ, ისინი აპირებენ, უკან წავიდნენ სამუშაოდ - განმარტავს ნინო წილოსანი.

სტატისტიკური მონაცემებით, ემიგრაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მაშინაც არ ყოფილა, როცა საქართველოში ომი და ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა