თეგებით ძიება

ოპოზიცია აქციას დღეს ზუგდიდში გამართავს

ბათუმის შემდეგ, ოპოზიცის მიერ ორგანიზებული აქცია დღეს ზუგდიდი გაიმართება. აქცია რიგგარეშე არჩევნებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართება.

მეუნარგიას ქუჩაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია. აქციაზე სიტყვით გამოვლენ ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეებს მიმართავენ.

აქცია 20:00 საათზეა დაანონსებული.

ცნობისთვის, ოპოზიცის აქცია გუშინ, ბათუმში გაიმართა. პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა რუსთავის მე-12 დაწესებულებასთანაც გაიმართა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა