26-ში არის სიების წარდგენის ვადა, თქვენთვის საყვარელ სახეებს კვლავ იხილავთ - პაპუაშვილი
26 სექტემბერს არის სიების წარდგენის ვადა და ამ ვადაში გასაჯაროვდება, გარწმუნებთ, რომ თქვენთვის საყვარელ სახეებს კვლავ იხილავთ პარლამენტში, ვინაიდან, ჩვენ გარდა იმისა, რომ გვეყოლება უდიდესი ნაწილი ჩვენი მე-10 მოწვევის პარლამენტისა, გვეყოლება ახალი სახეებიც ჩვენი საკონსტიტუციო უმრავლესობის
ფარგლებში. ნახეთ, რომ მაგალითად, [ლევან] მგალობლიშვილი სხვა თანამდებობაზე გადავიდა. შეიძლება, ზოგს ჰქონდეს სურვილი, რომ სხვაგან გააგრძელოს საქმიანობა და არა პარლამენტში. ეს პარლამენტი, მგონი, მაგ მხრივ სამაგალითოა, რომ პარლამენტის წიაღიდან ხდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაკომპლექტება, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის.