თეგებით ძიება
24. 09. 2024 მსოფლიო

სამხრეთ კორეაში კაცმა აღიარა, რომ 16 წლის წინ შეყვარებული მოკლა და ცემენტში დამარხა

სამხრეთ კორეაში კაცმა აღიარა, რომ მისი 16 წლის წინ გაუჩინარებული შეყვარებული მან მოკლა, ცხედარი ჩემოდანში დამალა და ცემენტში დამარხა.

კაცმა პოლიციისთვის მიცემულ აღიარებით ჩვენებაში თქვა, რომ ქალი 2008 წლის ოქტომბერში კამათის დროს თავის ბინაში ცივი იარაღით მოკლა, მისი ცხედარი ჩემოდანში ჩადო და თავის აივანზე ცემენტისა და აგურების ქვეშ დამარხა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს ჩემოდანი აგვისტოში რემონტისთვის დაქირავებულმა მუშამ აღმოაჩინა.

თითის ანაბეჭდის ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ ცხედარი ნამდვილად 16 წლის წინ გაუჩინარებულ ქალს ეკუთვნის. ავტოფსიის შედეგების მიხედვით, ქალი თავში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანების შედეგად დაიღუპა. 

ცხედრის აღმოჩენისას სავარაუდო მკვლელი ამ ბინაში არ ცხოვრობდა, მაგრამ მას საწყობად იყენებდა. პოლიციამ ის მალევე იპოვა და დააკავა.

სამართალდამცავების ცნობით, კაცი მკვლელობის შემდეგ ამ ბინაში 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, სანამ 2016 წელს ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო არ დააკავეს. 

პოლიციის თქმით, გამოძიებას გააგრძელებენ და კაცს მკვლელობის ბრალდებას წარუდგენენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა